Thursday, June 11, 2015

კინოხელოვნება


კინოხელოვნება კინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში კინოს დიდი ადგილი უჭირავს. კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ”) არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე. კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება. კინოს დაბადების თარიღად 1895 წელს მიიჩნევენ, ზოგჯერ კინოს დაბადების დღესაც მიუთითებენ – 1895 წლის 28 დეკემბერს. ამ დღეს ოგიუსტ და ლუი ლიუმერებმა სინემატოგრაფის, ანუ ,,ცოცხალი ფოტოგრაფიის” სადემონსტრაციო სტაციონარი გახსნეს პარიზის ,,გრანდკაფეში” და პირველი კომერციული საზოგადო წარმოდგენა კინემატოგრაფიული ფილმისა ზუსტად ამ კაფეში გაიმართა. ლუმიერებს მართლაც რომ გაუმართლათ. ყველა აღმოჩენას, ყველაზე უბრალოსაც კი, დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. კინოს გამოგონებაზეც დიდხანს მუშაობდნენ მეცნიერები, მაგრამ ლუმიერებმა სხვა მეცნიერების გამოგონებების სრულყოფილ ვარიანტს ჩასჭიდეს ხელი და უახლოეს მომავალში შედეგსაც მიაღწიეს.მათ შექმნეს საკუთარი აპარატი ,,სინემატოგრაფი”, რაზეც 1895 წელსვე მიიღეს პატენტი. ასეთი პატენტი, არანაკლებ სრულყოფილი, სხვა ავტორებსაც ჰქონდათ და სწორედ ეს ხდის სადავოს ლუმიერების კინემატოგრაფის ავტორებად გამოცხადებას. მიუხედავად ამ დავისა, ჯერჯერობით კინემატოგრაფიის ისტორიის დასაწყისი სწორედ მათ უკავშირდება. ლიუმიერებს თავიდან არც უფიქრიათ, რომ მათი გამოგნება ხელოვნების ახალი დარგი იყო. ისინი კინემატოგრაფს მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის იყენებდნენ. ილუზიონისტური თეატრის მფლობელმა, ჟ. მელიესმა თავიდანვე შეამჩნია ახალი გამოგონების დიდი პერსპექტივა და საკუთარ წარმოდგენებში ჩართო ეს ,,ტექნიკური საოცრება”. ამიტომ კინოხელოვნების ფუძემდებელთა შორის მას ერთ-ერთ პირველს მოიხსენიებენ ხოლმე. კინოხელოვნება თავდაპირველად უხმო იყო, მაგრამ ,,დიდმა მუნჯმა”, როგორც მას უწოდეს, სულ რათაც სამი ათეული წლის განმვალობაში ნამდვილი სასწაული მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ყველა დროის 12 საუკეთესო ფილმს შორის, რომელიც 1958 წელს დაასახელეს, 9 მუნჯი ფილმი იყო. მუნჯი ფილმი, ისე როგორც თავად კინემატოგრაფი, ერთბაშად არ შექმნილა. კინოს დაბადების (1895 წ) შემდეგ დიდმა დრომ გავლო და 1916 წელს შეიქმნა პირველი მუნჯური ფილმი. ეს იყო ამერიკელი რეჟისორის, დ. გრიფიტის ფილმი ,,მოუთმენლობა”. შეიძლება ითქვას, რომ კინოხელოვნების განვითარების ყველა ნაბიჯი ტექნიკის წინსვლასთან არის პირდაპირ კავშირში. 1914 წელს, დ. გრიფიტმა პირველად გამოიყენა ფილმში ,,ერის დაბადება” ტიტრები, რაც სიტყვების მაგივრობას წევდა. მაგრამ ტიტრი ვერ შეცვლიდა სიტყვას. ფილმში შემოსულმა სცენებმა, დიალოგებმა და ადამიანურმა უერთიერტობებმა სიტყვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ასე დაედო სათავე კინოს ახალ სახეობას – ხმოვან კინოს. საინტერესოა, რომ აპარატი, როომელსაც შეეძლო გადაეჭრა ხმის პრობლემა, ჯერ კიდევ 1906 წელს ი.ლოსტმა გამოიყენა, თუმცა ვერ ხდებოდა მისი გამოყენება, რადგან ვერ ხერხდებოდა ხმისა და კადრების სინქრონში გადმოცემა. ამიტომ, ხმამ ცოტა დააგვიანდა და ,,დიდი მუნჯი” 1927-1929 წლებში ალაპარაკდა. ხმის გამოგონება თავდაპირველად ცუდად იქნა აღქმული. ჩარლი ჩაპლინი ეწინააღმდეგებოდა ხმას. მას სიტყვა ,,კინოს თვითმკვლელობად” მიაჩნდა. თუმცა, წინააღმდეგობების მიუხედავად, ხმა და სიტყვა კინოს განუყოფელ ნაწილად იქცა. ხმოვანი ფილმი გზას იკვალავდა და დღემდე განაგრძობს წინსვლას. 1927 წელს გადაიღეს პირველი ხმოვანი ფილმი "ჯაზის მომღერალი".მსახიობები რომლებიც მიჩვეულები იყვნენ ემოციების გამოხატვასმიმიკით,ვეღარ ახერხებდნენ ხმისთვის მიეცათ გადამწყვეტი დატვირთვა.ამის გამო ბევრმა მსახიობმა დაანება თავი კარიერას. 
XXI საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ციფრული კინემატოგრაფი ანუ ციფრული ვიდეო.კინოფირმა ფუნქცია დაკარგა.კინოპროექტორი შეცვალა ციფრულმა პროექტორმა ან ლაზელურმა ჩამწერმა,რომლითაც მზადდება მაღალხარისხოვანი ფილმი.ციფრული ტექნოლოგიის წყალობით თანამედროვე კინოში აქტიურად გამოიყენება ვიდეოგრაფიკა და სპეცეფექტები.

ანიმაცია, ასევე მულტიპლიკაცია (ლათ. multiplicatio - გამრავლება) — სტატიკური გამოსახულებების დროში მონაცვლეობით შექმინილი მოძრაობის ოპტიკური ილუზია. კინოპროდუქციაში ანიმაციის სახელით ცნობილია ტექნიკა რომლის დროსაც ფილმის თითეული კადრი იქმნება ინდივიდუალურად. ეს კადრები შეიძლება იქმნებოდეს კომპიუტერის, ნახატი გამოსახულებების ფოტოგრაფირების ან სანიმუშო ერთეულისთვის განმეორებითი მცირე ცვლილებების გაკეთებისა და შედეგის სპეციალური ანიმაციური კამერით გადაღების საშუალებით. გრაფიკული ანიმაციის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი მხატვარი - კარიკატურისტი ემილ კოლი. 1908 წლის 17 აგვისტოს პარიზში პირველად აჩვენეს მისი ნახატი ფილმი „ფანტასმაგორია“, რომელშიც კოლმა ანიმაციური (კადრობრივი) გადაღების გამოყენებით „გააცოცხლა“ (აამოძრავა) თავისი ნახატი მოთხრობების პერსონაჟები. 
 თოჯინური, მოცულობითი ანიმაციის პიონერად ითვლება რუსი მხატვარი და ოპერატორი ვ. სტარევიჩი, რომელმაც მრავალი საინტერესო თოჯინური ფილმი გადაიღო: „მშვენიერი ლიუკანიდა“, „კინოოპერატორის შურისძიება“ (ორივე 1912), „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ (1913) და სხვა. 20-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ძირითადად ექსპერიმენტული, უფრო ხშირად აბსტრაქტული ანიმაციური ფილმები იქმნებოდა.
დიდი პოპულარობა მოიპოვა აშშ-ში ძმები ფლეიშერების ფილმებმა, ხოლო შემდეგ -- რეჟისორისა და პროდიუსერის უოლტ დისნეის მრავალრიცხოვანმა სერიულმა ფილმებმა: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ (1938), „პინოქიო“ (1939), „ბემბი“ (1942) და სხვა. პირველი ქართული ნახატი ფილმი „არგონავტები“ შეიქმნა რეჟისორ ვ. მუჯირის ხელმძღვანელობით 1936 წელს (მთავარი მხატვარი - ლადო გუდიაშვილი). 1939 წელს მუჯირმა გადაიღო პირველი ფერადი ანიმაციური ფილმი „ჩიორა“, ომის შემდგომ წლებში — „გაზაფხულის სტუმრები“, „სამი მეგობარი“, „ოქროს ბიბილო“ და სხვა.




  დოკუმენტური ფილმი – კინოხელოვნების სახეობა, რომელიც გულისხმობს რეალური ისტორიული მოვლენებისა თუ რეალური ადამიანების ასახვას (განსხვავებით მხატვრული ფილმისაგან.
  ფენტეზი (ინგლ. Fantasy — ფანტაზია) — ლიტერატურული ჟანრი, რომელშიც სიუჟეტის ძირითად ელემენტად გამოყენებულია მაგია და სხვა ზებუნებრივი მოვლენები. ამ ჟანრის ბევრ ნაწარმოებში მოქმედება ხდება გამოგონილ სამყაროში, სადაც ჯადოქრობაა გავრცელებული. ასევე, ხშირად გვხვდებიან მითიური არსებები (დრაკონები, ჯუჯები,ტროლები და სხვა). სამეცნიერო ფანტასტიკისგან განსხვავებით, ფენტეზი არ იძლევა შეუძლებელი მოვლენების ლოგიკურ (ან ფსევდო-ლოგიკურ) ახსნას. თუმცა, ამ ორ ჟანრს ბევრი რამ აქვს საერთო. პოპულარულ კულტურაში უფრო გავრცელებულია ფენტეზის მედივალისტური ფორმა, განსაკუთრებით ჯ. რ. რ. ტოლკინისბეჭდების მბრძანებლის წარმატების შემდეგ. ფართო გაგებით, ფენტეზი მოიცავს ბევრი მწერლის, რეჟისორისა და მუსიკოსის ნამუშევრებს, უძველესი მითებიდან და ლეგენდებიდან თანამედროვე ნაწარმოებებამდე.



Hollywood


ჰოლივუდიამერიკის კინო და სატელევიზიო ინდუსტრიასთან ასოცირდება. დღესდღეისობით კინო ინდუსტრია გარშემო მდებარე ადგილებშია მიმოფანტული, როგორიცაა ბერბანკი და ვესტსაიდი, მაგრამ დამატებითი ინდუსტრიები (როგორიცაა სამონტაჟო, ეფექტების, პოსტ-წარმოების, და განათების კომპანიები) ჰოლივუდში რჩება.
ჰოლივუდის ბევრი ისტორიული თეატრი საკონცერტო სცენებად და ძირითადი თეატრალური პრემიერებისთვის გამოიყენება, ისინი ასევე მასპინძლობს ხოლმე კინოაკადემიის დაჯილდოებისცერემონიას. იგი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მასთანაა განლაგებული სახელგანთქმული დიდების ხეივანი.
მიწის მესაკუთრეებმა  ჰარვეი და დაეიდა ჰენდერსონ ვილკოქსებმა დაარქვეს ჰოლივუდი რანჩოს მას შემდეგ, რაც დაეიდა ოჰაიოს შტატში შეხვდა ქალს,რომლის სახლსაც ერქვა "Hollywood"
პირველი ფილმის სტუდია ჰოლივოდში იყო დაარსებული „Nestor Motion Picture Company“, ზაკარტისა და ბაუერის კუთხეში. ერთი წლის შემდეგ ის შეერწყა „Universal Film Company“-ას.

„ჰოლივუდის მეფე“-უილიამ კლარკ გეიბელი(1901-1960) იყო ამერიკელი კინოვარსკვლავი და კინომსახიობი, იგი მოღვაწეობდა ხმოვანი კინოს ადრეულ ეპოქაში.იგი გადაღებულია არანაკლებ 12 ფილმში.1934 მან მიიღო ოსკარი საუკეთესო მამაკაცისთვის, ფილმში „ეს მოხდა ღამით“.




No comments:

Post a Comment