Friday, June 12, 2015

ფოტო-ვიდეო გალერეა


ჩარლი ჩაპლინი
პირველი    ხმოვენი   ფილმი    “ჯაზის    მომღერალი”

პირველი ქართული მხატვრული ფილმია „ქრისტინე“
ლიკა ქავჟარაძე. ფილმი "ნატვრის ხე"
მურმან ჯინორია

ქართული კინემატოგრაფია

  ქართული კინემატოგრაფია საფუძველს XX საუკუნის დასაწყისში იღებს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, როგორც ქართული კულტურის, ისე ევროპული კინემატოგრაფიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს ქართული კინემატოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ და არიან ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი, ოთარ იოსელიანი, სიკო დოლიძე, კოტე მიქაბერიძე, თენგიზ აბულაძე, რევაზ ჩხეიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, რეზო ესაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნანა მჭედლიძე, ლანა ღოღობერიძე, ნანა ჯორჯაძე, მიხეილ კობახიძე, გოდერძი ჩოხელი, თემურ ბაბლუანი და სხვანი.
ქართული კინოს ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი: "ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია".
ქართული კინო დაიბადა 1908 წელს და შესაბამისად მას დიდი და მდიდარი ისტორია აქვს.(მასზე სასაუბროდ ერთი საიხლე ნამდვილად არაა საკმარისი). პირველი ქართული კინო ქართული მიწის ფარგლებს გარეთ, ბაქოში იქნა გადაღებული და ყველა ქართველი ქართული კინოს ოქროს თარიღისთვის ვასილ ამაშუკელს უნდა უხდიდეს მადლობას, რადგან სწორედ მან გადაიღო პირველი ქართული(დოკუმენტური) ფილმი.
წლების განმავლობაში ქრათული კინო იხვეწებოდა და საპატიოდ დაიკავა თავისი ადგილი, როგორც საბჭოთა, ასევე მსოფლიო კინომატოგრაფიაში და მან იქონია თავისი გავლენა კინოს ფორმირებასა და განვითარებაში. დღეს კი ქართული ფილმები მსოფლიოს ოქროს ფონდის ნაწილია.
იტალიელი გენია ფედელიკო ფელინი ქართულ კინოზე ამბობდა : ,ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია"
1928
წელს ეკრანებზე გამოვიდა პირველი ქართული მხატვრული ფილმი ,,ქრისტინე'', რომელიც გერმანე გოგიტიძის დაუღალავი შრომის შედეგად მოევლინა დღის შუქს.
ამის შემდეგ უკანა პლანზე იწევს, მანამდე გაბატონებული დოკუმენტური ჟანრი და ფართო ასპარეზს მატვრულ კინოს უთმობს, რომლის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულეს მიხეილ კალატოზიშვილმა, მიხეილ ჭიაურელმა, კოტე მიქაბერიძემ, ნიკოლოზ შენგელაიამ და რათქმაუნდა კოტე მარჯანიშვილმა.
ოროცდაათიანი წლებიდან ქართულმა კინომ ახალ დონეზე აინაცვლა . ბევრი ფილმი საბჭოთა ცენზურას შეენაცვლა. თუმცა საბჭოთა დაფინანსებით იქმნებოდა კინოს შედევრები. ამ დროისთვის გამოჩნდნენ ელდარ და გიორგი შენგელაიები. შემდგომი ათწლეული კი ქართულ კინოში საბჭოთა ცენზურის წინააღმდეგ ფარული ბრძოლა და საპროტესტო ფაბულის მატარებელია. ამას დისიდენტურ კინოსაც უწოდებენ. სწორედ ეს ხანა ითვლება ქართული კინოს აღორძინების ხანად.

ამ პერიოდიდან კინო საქართველოში სტაბილურად ვითარდებოდა. მალე საბჭოთა კავშირის ცენზურა გაქრა და თან გაიყოლა თავისი ფულიც, გაქრა თვითონაც ბოროტების იმპერია. ოთხმოციანი წლები მეტად რთულია ხელოვანებისთვის და მთელი რიგი ნიჭიერი რეჟისორები, მსახიობები, სცენარისტები ტოვებენ ქვეყანას.
ოთხმოცდაათიანი წლები კი ისეთივე ბნელია ქართული კინოსთვის, როგორც თვითონ ქვეყნისთვის. ამ პერიოდში გამოდის ფილმების მინიმალური რაოდენობა და მათი უმეტესობა მდარე ხარისხის, სამოციანი წლების ტრადიციებსა და ღირსებას მოკლებული.
მოგვიანებით 2005 წლიდან შეინიშნება მდგომარეობის შედარებით გამოსწორება. ჩანს ინტელექტუალური კინოს კეთების მცდელობები. მაყურებელი მეტ-ნაკლებად ბრუნდება ეკრანებთან.
ქართული ფილმები გადიოდნენ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.
ოსკარზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი ფილმი _ ,,შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი.''
კანზე კი უფრო უმართლებდა ქართულ კინოს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იმჟამინდელი სიტუაციის მიუხედავად რამდენიმე ქართულმა ფილმმა მოახერხა ოქროს პალმის რტოს დასაკუთრება.
ქართული კინოს ვარსკვლავი სესილია თაყაიშვილის დანახვა შესაძლებელია ,,pink floyd_ის'' კლიპში.
საბჭოთა ქართულმა ხელოვნებამ მოახერხა შეექმნა კინო-მიუზიკლები და მელოდრამებიც კი რომლებიც ჰოლივუდურ ნაწარმს არ ჩამოუვარდება.
აღსანიშნავია ფაქტი, რომ უცხოელები საბჭოთა კავშირისგან ყველაზე დიდი რაოდენობით ქართულ ფილმებს ყიდულობდნენ. როცა გაღიზინებულმა რუსმა ჩინოვნიკებმა ფრანგებს უარი უთხრეს ქართული ფილმების მიყიდვაზე საფრანგეთის წარმომადგენლება უთხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში არც ისინიც გაყიდიდნენ თავიანთ ფილმებს, თუნდაც ეს ეკონომიკურად ძალიან დიდი ზარალს მიაყენებდა ფრანგულ კინომატოგრაფს, ამ გადაწყვეტილებამ საბჭოთა ხელისუფლება დათმობაზე წაიყვანა, რადგან ფრანგული კომედიები იმ დროისთვის ძალიან პოპულარული იყო კავშირში.
ყველაზე დიდმა კინოპორტალმა ,,IMDB'' გამოაქვეყნა ყველა დროის ათი საუკეთესო ქართული ფილმი. ეს კინოშედევრებია :1 ,,მონანიება''2 ,,ჯარისკაცის მამა''3 ,,უძინართა მზე''4 ,,ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი''
5 ,,
ფესვები''6 ,,დიდი მწვანე ველი''7 ,,ფიროსმანი''8 ,,ქუჩის დღეები''9 ,,ნაძვის დღე''10 ,,არაჩვეულებრივი გამოფენა''.

კინოგადაცემა “წითელი ზონა” 2007 წლის 27 ნოემბრიდან გამოჩნდა ეთერში. მას წარმოგვიდგენს “საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი” რადიო “თავისუფლებასთან” ერთად.საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობას თვალსაჩინოებისთვის თან ახლავს შესაფერისი მასალები, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმებიდან, ისე სატელევიზიო გადაცემებიდან, სპექტაკლებიდან და სხვ.



მამაკაცის საუკეთესო როლი



Cinema, Cinema.. გაცოცხლდა ქართული ფილმი და ის არსებობს არა მარტო საქართველოს ფარგლებში,არამდე მის საზღვრებს გარეთაც.თვეში ერთი ან ორი ქართული ფილმის პრემიერა მაინც ტარდება,რეჟისორები იღებენ ფილმებს და მათ სხვადასხვა ფესტივალზე გზავნიან,ქართველ მსახიობებს იწვევენ სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორები ,უცხოელი კომპანიები ჩამოდიან და საქართველოში იღებენ ჰოლივუდურ და ბოლივუდურ ფილმებს...ფილმი რომ კინოთეატრში გადის და აქტუალობას არ კარგავს ერთ,ორ თვეს კი არა,წლების განმავლობაში,ეს ნამდვილად კარგი ფილმია..ზაზა(ზუზუ) ბეჯაშვილი ეს ის მსახიობია,რომელმაც კვიპროსის მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალზე,მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფესტივალის მთააავააარი პრიზი დაიმსახურა.
ეს ფილმი ზუზუსთვის ძალაინ მნიშვნელოვანი იყო-მის კარიერაში ყველაზე დიდი პროექტი.2008 წელს დაიწყო ფილმ „განყოფილების“ გადაღება.ჟანრი-მისტიკური დრამა.ეს ფილმი აზერბაიჯანელი რეჟისორის,ილგარ საფატის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია,შესაბამისად,მსახიობსაც ძალიან დიდხანს ეძებდა..და საქართველოში ზუზუ ბეჟაშვილი აღმოაჩინა.საინტერესო ფილმია,სადაც არ არის არც კეთილი პერსონაჟები,არც ბოროტი,მისტიკაც არის,გმირებიც დროში არიან არეულები...ფილმისთვის დაიწერა ორიგინალური მუსიკა,ორი წელი გაგრძელდა მონტაჟი და საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა,შრომამ შედეგი გამოიღო.
პრიზის მიღების შესახებ ზუზუმ უცნაურად შეიტყო-დაურეკა კინოპროდუსერმა თიკო ყაჭიშვილმა,რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო ამ ფილმთან  და უთხრა,მგონი ორ დღეში ძალიან მაგარ პრიზს მოგცემენო.როგორც აღმოჩნდა,თიკომ ორგანიზატორებს ჰკითხა,რატომ არ იყო ფესტივალზე ერთი ქართული ფილმი წარმოდგენილი,პასუხად კი მიიღო:ქართული ფილმი სამწუხაროდ, არ არის,მაგრამ აზერბაიჯანული ფიმია,რომლის შექმნაშიც ქართველებიც მონაწილეობდნენ და მთავარი როლის შემსრულებელს,მამაკაცის როლის შესრულებისთვის გადავცემთ პრიზსო. ფესტივალზე სულ წარმოდგენილი იყო 160 ფილმი,ამ ფილმებში იმდენი მსახიობია დაკავებული და მათ შორის ქართველი რომ გამოირჩა და ოქროს აფროდიტე ერგო,უდავოდ დიდი წარმატებაა.პრიზი ჯერ საქართველოში არ ჩამოუტანიათ,გზაშია და მალე ზუზუ უკვე ფიზიკურადაც გახდება მისი მფლობელი.პირველი ადგილი მან იტალიელ მსახიობთან გაიყო,ეს ყველაფერი მსახიობმა საიტიდან შეიტყო.საამაყოა,როდესაც ხსნი ევროპის საკმაოდ მაღალი დონის ფესტივალის საიტს და იქ შენს სახელსა და გვარს კითხულობ...როდესაც ეს მოხდა,ზუზუმ სიხარული,ემოცია ვერ გამოხატა,ოთახში ჩაიკეტა და ფიქრობდა,გაიაზრა წარმატება და ისიც რომ მას პასუხისმგებლობა მოჰყვება,მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო მილოცვები...
ეს წარმატება მისთვის სტიმულიც არის,შეემატა თავდაჯერებულობაც და მიხვდა,რომ სწორად იპოვა პერსონჟი,სწორი ხერხი გამოიყენა,რაც მსახიობისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. 
(ავტორი: ქეთი მიქენაძე)