Thursday, June 11, 2015

კინოფესტივალები


ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი (იტალ. Mostra Internazionale d'Arte Cinematografica di Venezia) — უძველესი საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში. დაარსდა გრაფ ჯუზეპე ვოლპი დი მისურატას მიერ 1932 წელს, როგორც "Esposizione Internazionale d'Arte Cinematografica", აქედან მოყოლებული ფესტივალი ყოველ წელს ტარდება აგვისტოში ადრეულ სექტემბერში, კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი, უდიდესი ბინალეს გამოფენა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი. ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro (ოქროს ლომი), რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi (ვოლპის თასი), რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი. 2002 წელს შეიქმნა ახალი ნომინაცია სან მარკოს პრიზი, რომელიც გადაეცემა ფილმს რომელიც ემსახურება Controcorrente (სტერეოტიპების მსხვრევას).
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (ფრანგ. Festival international du film de Cannes) — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი მსოფლიოში. პირველად ჩატარდა 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში. ყველაზე საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“ ენიჭება საუკეთესო ფილმს. არსებობს სხვა ჯილდოებიც: გრან-პრი, ჯილდო საუკეთესო მსახიობ ქალსა და მამაკაცს, რეჟისორსა და სცენარისტს, ჟიურის პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და „ოქროს კამერა“ საუკეთესო დებიუტისთვის.
  ოსკარი — კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემია (Academy Awards). სახელწოდება ოსკარი აღებულია იმ პატარა ქანდაკებისგან, რომელსაც ლაურეატებს გადასცემენ.
1929 წლიდან მოყოლებული პრემია გადაეცემა ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსულ საუკეთესო ფილმებსა და სხვადასხვა კატეგორიაში მოღვაწე კინოხელოვანებს. ცერემონია ორგანიზებულია პროფესიოული ასოციაციის მიერ, რომლის სახელწოდებაა Academy of Motion Picture Arts and Sciences (კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია). ერთი ფილმის მიერ აღებული ოსკარების ყველაზე დიდი რაოდენობაა 11. ეს რეკორდი სამმა ფილმმა მოხსნა: • ბენ-ჰური, 1959. • ტიტანიკი, 1997. • ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება, 2003. თუმცა "ბენ–ჰურის" რეკორდი ფილმმა "ტიტანიკი" მაინც ვერ გაიმეორა, რადგან მთავარი როლის შემსრულებლებს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო არ მიუღიათ. იუდა ბენ–ჰურის როლის შემსრულებელმა – ჩარლტონ ჰესტონმა (ასევე მონაწილეობს ფილმში "ათი მცნება".)1959 წელს კინოკრიტიკოსთა გადაწყვეტილებით, ჯეკ ლემონი "ოსკარის" გარეშე დატოვა, რომელმაც არაჩვეულებრივი სახე შექმნა ფილმში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"(რეჟ.:ბილი უაილდერი)(ამ სახელწოდებით იცნობენ ფილმს "სხეულის სიმხურვალე" ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები. იმ დროს ცენზურა ფილმის სახელწოდებაზეც ვრცელდებოდა.) ქანდაკებამ, რომელსაც ცერემონიალზე გადასცემენ, სახელწოდება მიიღო აკადემიის ერთ-ერთი წევრის, მარგარეტ ჰერიკისაგან, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი ძალიან ჰგავდა ბიძამის ოსკარს. ქანდაკება გაკეთებულია ბრიტანიუმისაგან და მოოქროვილია. მისი დიზაინერია სედრიკ გიბონი.
  ოქროს გლობუსი (ინგლ. Golden Globe) — ამერიკული კინოპრემია, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია აწესებს 1944 წლიდან კინო- და ტელეფილმებისთვის.
ოქროს ლომი (იტალ. Leone d'Oro) — ვენეციის კინოფესტივალის ბიენალეს უმაღლესი პრემია. დაწესდა 1949 წელს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ და ამჟამად კინოინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულ პრემიად ითვლება. 1970 წელს, შემოიღეს მეორე ოქროს ლომი, ეს საპატიო ჯილდოა მათთვის, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კინემატოგრაფიაში. პრემია პირველად 1949 წელს „წმინდა მარკოზის ოქროს ლომის“ სახით დაწესდა. მანამდე ამ პრემიის ეკვივალენტი იყო „გრან პრემიო ინტერნაციონალე დი ვენეცია“ (ვენეციის საერთაშორისო გრან-პრი), რომელიც 1947-1948 წლებში გაიცა. უფრო ადრე, 1934-1942 წლებში საუკეთესო იტალიური და საუკეთესო უცხოური ფილმისთვის „კოპა მუსოლინი“ (მუსოლინის თასი) გაიცემოდა. 1969-1979 წლებში ოქროს ლომი არ გაცემულა. ბიენალეს ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ეს იყო 1968 წელს ამ ჯილდოს რადიკალურად ექსპერიმენტული ფილმისთვის „Die Artisten in der Zirkuskuppel: Ratlos“ გაცემის შედეგი, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა პრესაში და კინოკრიტიკოსთა წრეებში.

No comments:

Post a Comment